ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

10 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/tEjVMEM4g.jpeg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მეორე ვიზიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ბაერბოკმა განაცხადა, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას მანამ, სანამ ეს დასჭირდება იარაღის მიწოდებით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით.

„ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინი ფსონს დებს, ჩვენ დავიღლებით უკრაინის ტანჯვის თანაგრძნობით. მას სჯერა, რომ შეუძლია, ჩვენი საზოგადოებების გაყოფა სიცრუით და ენერგიის მარაგით მათი შანტაჟით, და რომ მას შეუძლია, გამოგვაცალოს ენერგია, რომ დავიცვათ თავი ამ სასტიკი თავდასხმისგან ჩვენ ყველა ფასეულობებზე. პუტინის გათვლა არასწორი იყო, რადგან მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალენა ბერბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა მისი ზუსტი განრიგი გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების მიზეზების გამო.

ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო