erimedia_ravk/rvLjPIvSR.jpeg

ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება

ამბები
ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება
ამბები

ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება

erimedia_ravk/rvLjPIvSR.jpeg
8 დეკ

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

CNN-ის მიერ მიერ თბილისის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაზე საუბრისას ბასილაიამ აღნიშნა, რომ ძალიან აქტიურად მუშაობენ, რათა თბილისი საახალწლოდ ყველასთვის ძალიან საინტერესო იყოს.

„ბოლო წლებში ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საახალწლო დღეები დედაქალაქში ყველასთვის ძალიან საინტერესო იყოს. წელს 15 დეკემბერს ავანთებთ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს და ქუჩებში - ყველა საახალწლო ილუმინაციას. 16 დეკემბრიდან კი ტრადიციულად, საშობაო სოფელი უმასპინძლებს ყველა ვიზიტორს. იქ იქნება საშობაო ბაზრობა, ბავშვთა აქტივობები, კონცერტები. ასევე, წელს გვაქვს რამდენიმე სიახლე. კერძოდ, გვექნება ღია ყინულის მოედანი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ უმასპინძლებს ყველა ვიზიტორს. დედაენის ბაღში კი გვექნება ძალიან დიდი სივრცე, ტრადიციულად სანტას სახლთან ერთად და ყველა იმ აქტივობით, რასაც ჩვენი პატარები ელოდებიან“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, საშობაო სოფელი 7 იანვრამდე მოეწყობა და იქ თავის ნაწარმს 500-ზე მეტი მეწარმე წარმოადგენს.

CNN-მა იმ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურობა საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია. ჩამონათვალში ერთ-ერთი თბილისია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო