erimedia_ravk/1mNcOzRSg.jpeg

ანჯეი დუდა - ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო, ეს ისტორიამ დაამტკიცა

ამბები
ანჯეი დუდა - ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო, ეს ისტორიამ დაამტკიცა
ამბები

ანჯეი დუდა - ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო, ეს ისტორიამ დაამტკიცა

erimedia_ravk/1mNcOzRSg.jpeg
16 აგვ

სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა.

„ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა და მან გააფრთხილა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე იქნებ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროა!“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები”, – განაცხადა დუდამ პოლონეთის არმიის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

დუდას თქმით, სამწუხაროდ, მაშინ ლეხ კაჩინსკის დასცინოდნენ და არ უსმენდნენ, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო.

„ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფდა მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს”, – განაცხადა დუდამ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
ამბები
მეტი სიახლეები ამბები
„ქართული ოცნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება - აშშ-ის მხარდაჭერა მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა, ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
ენტონი ბლინკენი - ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ
Სარეკლამო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო