ანკარაში, თურქეთის პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქებები მოხდა
1 ოქტ
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქებები მოხდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიჭრა.
მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებელი ორი თავდამსხმელი იყო. ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, მეორე კი „უსაფრთხოების ძალებმა გაანალეიტრალეს“.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან ადგილობრივი დროით დილის 9:30 საათზე, მსუბუქი კომერციული ავტომანქანით მივიდნენ.
აფეთქების შემდეგ ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. მედიის ცნობით, იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება იყოს თავდასხმის უკან, ჯერ ნაადრევია.