ანრი ოხანაშვილი - გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა - გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ანრი ოხანაშვილი - გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა - გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ანრი ოხანაშვილი - გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა - გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა

1 ივლისი, 2022

erimedia_ravk/zJ23E63ng.webp

გასაჯაროვდეს ყველა კადრი, გასაჯაროვდეს ყველას გადაადგილება, გასაჯაროვდეს ყველაფერი, მე მზად ვარ ამისთვის - ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ საკითხს უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე და პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ერთი ქართველი ადამიანი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. სიბილწის საზღვარი თუ შეიძლება, ყველაფერს თუ შეიძლება გაცდე და ყველაფერი იკადრო, ყველაფერი ბინძური რამ გააკეთო, მოხდა ეს. მე ახლა ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავიმეორებ. აქედან გამომდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება და იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და ა.შ. თქვას. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი. იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა დადგინდეს და თუ ეს დადასტურდება როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება. მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს და შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს, ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე - გასაჯაროვდეს ყველა კადრი, გასაჯაროვდეს ყველას გადაადგილება, გასაჯაროვდეს ყველაფერი, მე მზად ვარ.

ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს ცდება ყოველგვარ ზღვარს, ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას რა მოხდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო