ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

9 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/y-udAMiVg.jpeg
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუშაობენ.

„ევროკავშირის წარმომადგენელს დეტალურად ვესაუბრე სამუშაო ჯგუფების მიმართულებებზე, შემადგენლობაზე, მიზნებზე და პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობის თაობაზე. ასევე, გავაცანი როგორია ჩვენი ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და რა ვადებშია გაწერილი ეს პროცესი. გავცვალეთ მოსაზრებები და პრინციპში, მათ აქვთ სრული ინფორმაცია სამუშაო ჯგუფების საქმიანობისა და პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ოფისი საქართველოში სრულად იყოს ინფორმირებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე, რომელიც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ევროკავშირში საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო