ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე იმსჯელა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე იმსჯელა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე იმსჯელა

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/hDXk7cm4g.webp

ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციასა და სისხლის სამართლის კონკრეტული შემადგენლობების გადახედვის საკითხებზე იმსჯელა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, დღეს, დახურულ ფორმატში, მორიგი შეხვედრა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად არის მოაზრებული ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუქტიან გეგმაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის იდეა.

"აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მოვისმენთ სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ კი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლის ხედვა. მისი მოსაზრებით, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში კარგი იქნებოდა სააგენტოს შექმნა და მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორი იქნება კომპლექტაცია და როგორი იქნება სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის კვორუმი. ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს განსხვავებული ხედვა. მათი მოსაზრებით, აუცილებელია შეიქმნას სააგენტო, რაც აპრიორი უნდა ნიშნავდეს იმას, რომ 2/3-ით უნდა მოხდეს სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევა, სხვა შემთხვევაში კი, ასეთი სააგენტოს შექმნის იდეას აზრი არა აქვს.

ჩვენ დავსვით საკითხი, რომ 12-პუნქტიან გეგმაში არსად წერია, რომ აპრიორი უნდა შეიქმნას ახალი სააგენტო და მითუმეტეს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა აირჩეს 2/3-ით. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს კონტრ პასუხი, ვინაიდან ესეთი იდეა ჩადებული რომ ყოფილიყო 12-პუნქტიან გეგმაში, აუცილებლად იქნებოდა სწორება სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევაზე 90 ან 100 ხმით“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არის უწყებებს შორის კოორდინაცია - რომ კიდევ უფრო ეფექტიანი კოორდინაციაა საჭირო, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო პრევენციაზე.

"შესაძლებელია, კორუფციასთან ბრძოლაში სისხლის სამართლის კონკრეტული შემადგენლობების გადახედვა, სანქციების გადახედვა იყოს, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. ამ მიმართულებით ჩვენ ვთხოვეთ კონკრეტულ უწყებებს, რომ წარმოადგინონ მათი ხედვა გამოწვევებთან მიმართებაში. ჩვენც, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ მიმართულებასთან დაკავშირებით ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ. მთლიანობაში იკვეთება ორი მიმართულება. ერთი, შეიქმნას სააგენტო ან მეორე გაძლიერდეს კოორდინაცია კორუფციასთან ბრძოლის, გაძლიერდეს პრევენციასთან ორიენტირებული ღონისძიებებზე მუშაობა და გაძლიერდეს სამართლებრივი რეაგირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება.

მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება დისკუსია ამ მეორე მოდელზე და ამის შემდეგ შევაჯერებთ საბოლოოდ პოზიციებს, თუ რომელი მიმართულებით გადაიხრება საბოლოოდ სამუშაო ჯგუფი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მონიტორინგს უწევენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო