ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ათწლეულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ათწლეულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ათწლეულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Nk0KVmm4g.jpeg

გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ათწლეულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.

ტოკიოში, ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ყველა მხარეს, რომ საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს უნდა მიეცეთ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაშვების უფლება.

„ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა და ვიმედოვნებ, ეს თავდასხმები შეწყდება. ამავდროულად, იმედი მაქვს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეძლებს სადგურზე წვდომის მოპოვებას და განახორციელებს მისი მანდატით გათვალისწინებულ ქმედებებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში შეინიშნება ბირთვული იარაღის მოდერნიზებისა და მარაგების ზრდა, რაც უნდა შეჩერდეს. მისი თქმით, მილიარდები, რომლებიც იხარჯება შეიარაღებაში, უმჯობესია, გამოყენებულ იქნას კლიმატურ ცვლილებებთან, სიღარიბესთან და სხვა გამოწვევებთან საბრძოლველად.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო