ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს გლობალურ ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს გლობალურ ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს გლობალურ ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/oZXH5mWVR.jpeg

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, გაერო აშშ-სა და ევროკავშირთან მუშაობს ბაზარზე რუსული პროდუქციის გასატანად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, გაერო-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად უკრაინიდან უკვე 650 ათასი ტონა მარცვლეულის და სხვა უკრაინული პროდუქციის გატანა მოხერხდა.

„ამ შეთანხმების მეორე ნაწილი წარმოადგენს გლობალურ ბაზარზე რუსულ საკვებსა და სასუქებზე შეუფერხებელ წვდომას, რომლებიც არ ექვემდებარება სანქციებს”, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება საკვებზე და სასუქებზე.

„არის გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები, რომელთა გადალახვაა საჭირო, რომლებიც დაკავშირებულია გადაზიდვებთან, დაზღვევასთან, ფინანსებთან”, – აცხადებს გენერალური მდივანი.

გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო ვაშინგტონთან და ევროკავშირთან მუშაობს ამ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.

„უკრაინიდან და რუსეთიდან მეტი საკვებისა და სასუქის გამოტანა გადამწყვეტია ბაზრის შემდგომი დამშვიდებისა და მომხმარებლებისთვის ფასების შესამცირებლად,” – განაცხადა გუტერეშმა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო