ანტონიო გუტერეში ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაზე: კონფლიქტის შემდგომი გამწვავების პრევენცია აუცილებელია კონსტრუქციული, მშვიდობიანი დიალოგის გზით
18 სექტემბერი, 2022

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა და გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა ტელეფონით განიხილეს ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო დავები, რომელთაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუტერეშს აცნობა „ადამიანური მსხვერპლის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის, იძულებით გადაადგილებული პირების, მრავალი სოციალური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტის განადგურების შესახებ, მათ შორის სკოლების, საცხოვრებელი კორპუსებისა და ყირგიზეთის მოქალაქეების ქონების გაძარცვის ფაქტების შესახებ“.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გუტერეშმა „ხაზი გაუსვა კონფლიქტის შემდგომი გამწვავების პრევენციის აუცილებლობას, აღნიშნა, რომ მისი გადაჭრა მნიშვნელოვანია და ეს მხოლოდ მხარეებს შორის კონსტრუქციული, მშვიდობიანი დიალოგის გზით უნდა მოხდეს“.
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა.