ანტონიუ გუტიერეში - ოდესის პორტიდან გასული სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით - მარცვლეულით და იმედით, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ანტონიუ გუტიერეში - ოდესის პორტიდან გასული სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით - მარცვლეულით და იმედით, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში
ამბებიწყარო: 1tv.ge

ანტონიუ გუტიერეში - ოდესის პორტიდან გასული სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით - მარცვლეულით და იმედით, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/PyhGm0zVg.jpeg

სატვირთო ხომალდი 26 ათასი ტონა მარცვლეულით პირველი კომერციული გემია, რომელიც ოდესის პორტიდან 25 თებერვლის შემდეგ გავიდა, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა.

„სატვირთო ხომალდი უნდა ჩავიდეს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ხვალ, სადაც შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი დანიშნულების ადგილისკენ, ტრიპოლიში გაემგზავრება. ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით. ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინული პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. ამ გემის გამგზავრება „შავი ზღვის მწვანე ინიციატივის“ პირველი კონკრეტული შედეგია. ეს უნდა გახდეს პირველი მრავალ სავაჭრო ხომალდს შორის, რომლებიც მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე შვებას და სტაბილურობას ჩაიტანენ“,- განაცხადა გუტიერეშმა.

უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დღეს დატოვა.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო