ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება

ამბები
ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება
ამბები

ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება

9 ოქტ

erimedia_ravk/E1oBjgS4R.jpeg

ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება. ჟიური, რომელსაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე ხელმძღვანელობს ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში ჩავა. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ყველა ამ ქალაქში და ასევე თბილისში, დაგეგმილია მეორე ტურში გადასული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების, სახალხო მთქმელების კონცერტები და ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების ნამუშევრების გამოფენები.

„ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსა და ეთნიკურ ჯგუფს. ფოლკლორული მარათონი წელს გაზაფხულზე საჩხერიდან დაიწყო და ყველა რეგიონი მოიცვა. პირველ ტურს 800-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალების ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 5 წელიწადში ერთხელ იმართება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად. ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. მეორე ტურის დასრულების შემდეგ ჟიური გამოავლენს ფინალისტებს. გალაკონცერტი კი თბილისში დეკემბრის პირველ კვირას რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

ჟიურის შემადგენლობა:

გიორგი დონაძე - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ლოტბარი, სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“სამხატვრო ხელმძღვანელი და ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი.

ეთერ თათარაიძე - პოეტი, ფოლკლორისტი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი.

ნანა ვალიშვილი - ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი. ანსამბლ „მზეთამზეს“ წევრი, ანსამბლ „ბოლნელას“ ხელმძღვანელი.

თეა კასაბური - ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების კოორდინატორი, ანსამბლ „მზეთამზე“-ს წევრი , ანსამბლ „ნანინას“ დამაარსებელი.

უჩა დვალიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართლების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ქორეოლოგი.

თეონა რუხაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი, გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესური. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კოორდინატორი.

გოჩა ბალავაძე - მხატვარი, ფოლკლორის სახელმწიფო ვიზუალური და გამოყენებითი მიმართულების ხელმძღვანელი. ანსამბლ „ანჩისხატის“ წევრი.

გურამ გაბაშვილი - მხატვარი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი მიმართულების კოორდინატორი.

მეორე ტურის განრიგი:

10 ოქტომბერი -ახალციხე, მესხეთის სახელმიფო დრამატული თეატრი;

13-14 ოქტომბერი - ბათუმი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი;

15 ოქტომბერი - ოზურგეთი, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

19 ოქტომბერი - თელავი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

21-22 ოქტომბერი - თბილისი, ფოლკლორის ცენტრის დარბაზი;

24 ოქტომბერი - გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი;

27-28 ოქტომბერი - ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი;

7-8 ნოემბერი - ქუთაისის ოპერის თეატრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო