აფეთქება ყირიმის ხიდზე

ამბები
აფეთქება ყირიმის ხიდზე
ამბები

აფეთქება ყირიმის ხიდზე

8 ოქტ

erimedia_ravk/2opwV344R.jpeg

ქერჩის სრუტეზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, ხოლო, საწვავის რამდენიმე ავზს ხანძარი გაუჩნდა. ხიდზე მანქანებისა და მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქება მოხდა, რამაც მატარებლის საწვავით სავსე შვიდი ცისტერნის აალება გამოიწვია.

"დღეს დილით, ექვს საათსა და შვიდ წუთზე, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო ავტომანქანა ააფეთქეს, რამაც მატარებლის შემადგენლობის შვიდი, საწვავით სავსე ავზის აფეთქება გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

ყირიმის ხიდი, რომლის აშენების ბრძანებაც პუტინმა ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გასცა, 2018 წლის მაისში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა, რუსეთის პრეზიდენტი პირადად დაესწრო.

erimedia_ravk/z8rl4qVVR.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო