"არ შეიწყალო კრიმინალი" - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ოჯახები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ ლოზუნგით - "არ შეიწყალო კრიმინალი".
ამის შესახებ ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამასთან, ისინი ასევე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო