erimedia_ravk/YSJwuEVVg.jpeg

არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება - პარლამენტი ახალ რეფორმაზე მუშაობს

ამბები
არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება - პარლამენტი ახალ რეფორმაზე მუშაობს
ამბები

არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება - პარლამენტი ახალ რეფორმაზე მუშაობს

erimedia_ravk/YSJwuEVVg.jpeg
5 ოქტ

საქართველოს პარლამენტი საარჩევნო რეფორმას განიხილავს, ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ელექტრონულად უნდა ჩატარდეს.

აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში პირველი მოსმენა გაიმართა. ცვლილებები კანონმდებლებს უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო. მისი თქმით, მომდევნო არჩევნებზე ამომრჩევლის სულ მცირე 70 პროცენტი ხმას ახალი წესით მისცემს.

„2024 წლამდე არის საკმარისი დრო და ჩვენ ვნახავთ რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. ამასთან, დარჩენილ 30% ამომრჩეველთან მიმართებაში ჩვენ ასევე შემოგვაქვს ინოვაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ ყველა იმ უბანში, სადაც არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება, მოხდება ბიულეტენების გაციფრულება მაღალტექნოლოგიური სკანერისა თუ ფოტოაპარატის მეშვეობით.

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმში არიან გადასულები. ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები ძირითადად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილსა და საარჩევნო პროცესში ემიგრანტების ჩართულობას ეხება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო