არჩილ თალაკვაძე - მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის დაკავება არასწორი იყო, აღმოჩნდა, რომ ეს სწორი პოზიცია იყო, დღეს ამ სირთულეების წინაშე დავდექით

ამბები/ წყარო: 1tv.ge
არჩილ თალაკვაძე - მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის დაკავება არასწორი იყო, აღმოჩნდა, რომ ეს სწორი პოზიცია იყო, დღეს ამ სირთულეების წინაშე დავდექით
ამბებიწყარო: 1tv.ge

არჩილ თალაკვაძე - მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის დაკავება არასწორი იყო, აღმოჩნდა, რომ ეს სწორი პოზიცია იყო, დღეს ამ სირთულეების წინაშე დავდექით

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/zZAwNdZVR.jpeg

„სამართლიანი არჩევნები“ საპროტესტო აქციაზე იმ მოთხოვნებს შეუერთდა, რომელიც იყო პოლიტიკური და ანტიკონსტიტუციურიც, რადგან საქართველოში ხელისუფლება ყალიბდება დემოკრატიული არჩევნების გზით, მაშინ დაყენებული მოთხოვნა იყო დესტრუქციული და ანტიდემოკრატიული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ISFED-თან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმი, „სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური სცენისა და პოლიტიკური სივრცის დაკავება საფრთხეს უქმნიდა, ანგრევდა წლების განმავლობაში საქართველოში შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მის ფუნქციასა და მიზანს.

„დღეს, როცა ობიექტური საჭიროება დადგა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად იმუშაონ, გამოჩნდა, რომ მაშინდელმა გაუაზრებელმა და არასწორმა ნაბიჯებმა ხელი შეუშალა სამუშაო პროცესს. ამის გამოსწორებისა და შეცვლის ერთ-ერთი სწორი გზაა ის, რომ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ხშირად იკავებდა პარტიებისთვის განკუთვნილ სივრცეს, თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდეს და ეს ღიად უნდა ითქვას, შემდეგ შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა. საზოგადოებას ფაქტობრივი მტკიცებულებები წარვუდგინეთ, რომ პარალელური დათვლის შედეგები შეცვლილი იყო, პრაქტიკულად გაყალბებული იყო, ეს მაშინ, როცა არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლებას გვადანაშაულებდნენ. სინამდვილეში, არა საპარლამენტო არჩევნები, არამედ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები იყო შეცვლილი და გაყალბებული, რის გამოც მათ საჯარო აღიარება მოუხდათ და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ახლა ამის უარყოფა ერთად მუშაობას ხელს უშლის. მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის და სივრცის დაკავება არასწორი იყო, რაც აზიანებდა და საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო საზოგადოების იდეას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეს პოზიცია სწორი იყო და დღეს ამ სირთულეების წინაშე დავდექით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო