არჩილ თალაკვაძე - მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია

ამბები/ წყარო: 1tv.ge
არჩილ თალაკვაძე - მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია
ამბებიწყარო: 1tv.ge

არჩილ თალაკვაძე - მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/TZCAcFm4R.jpeg

მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას გუშინდელ მიმართვაზე, სადაც ის აცხადებს, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, ჩვენ თავს ვიკავებთ მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებიდან, რომელსაც სინამდვილეში ისინი იმსახურებენ. ეს დამოკიდებულება დარჩება ბოლომდე, ვიდრე უკრაინა ომშია. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ არმეგობრული განცხადებები. როდესაც უკრაინაში ომია ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს. მინდა, მას ვუთხრა, რომ არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო