არჩილ თალაკვაძე - რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაცმოძრაობაში" - კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
არჩილ თალაკვაძე - რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაცმოძრაობაში" - კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

არჩილ თალაკვაძე - რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაცმოძრაობაში" - კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას

26 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/5BVuRRVVR.jpeg

რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერჯერობით არის პოლიტიკური თავბრუსხვევები "ნაციონალურ მოძრაობაში", ალბათ, კიდევ უფრო მეტი წინ ელოდება საზოგადოებას და ამას ვნახავთ , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

"ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს, ამის გადანაწილების პროცესის მომსწრეა საზოგადოება. მთავარი პრობლემაა, რომ პარტიას არა აქვს დღის წესრიგი, არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, პარტიის ცნობით, გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

პარტიის ინფორმაციით, ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის შედგა, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით როცა, ამ პირების ნაწილის სურვილით, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო