არჩილ თალაკვაძე - როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში

ამბები/ წყარო: imedinews.ge
არჩილ თალაკვაძე - როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში
ამბებიწყარო: imedinews.ge

არჩილ თალაკვაძე - როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/gK6JUY7VR.jpeg

როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესდეს.

თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს ვალდებულება, ნებისმიერ მოქალაქეს საზღვარზე კანონმდებლობის შესაბამისად მოეპყროს და დისკრიმინაცია მიუღებელია.

„როცა ოპოზიციის მხრიდან არის პათეტიკური განცხადებები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. შეიძლება რადიკალურ ოპოზიციას დაავიწყდეს ან დაივიწყოს, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში. ამავე დროს საქართველოს ვალდებულება აქვს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს მომართავს და სურს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, მოექცეს და მოეპყროს როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, სადაც რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, ისეთი მიდგომები, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს გახლავთ მიუღებელი. ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ იმ რისკებს, რომელიც ხელისუფლებას უკავშირდება და ამ რისკებს სახელმწიფო მართავს ყოველდღიურ რეჟიმში. გარწმუნებთ, როგორც მართლწესრიგი ქვეყანაში, ასევე საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები განუხრელად იქნება დაცული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო