არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მოხდა საპირისპირო და რადიკალურმა ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მოხდა საპირისპირო და რადიკალურმა ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა, მოხდა საპირისპირო და რადიკალურმა ოპოზიციამ გაზარდა პოლარიზაცია

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/p8-x5dZVR.jpeg

საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ დეპოლარიზაციას უნდა მომსახურებოდა - მოხდა საპირისპირო და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა არათუ დეპოლარიზაცია მოახდინა, თუნდაც ბარიერის დაწევის შემდეგ, პირიქით - გაზარდა პოლარიზაცია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ცვლილება განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და საზოგადოება დარწმუნდება, რომ მართლაც სასარგებლო იქნება პოლიტიკურ სტაბილურობისთვის.

“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოების მხარდაჭერით შეცვალა კონსტიტუცია და შემოიტანა ისეთი მექანიზმები, რომ კონსტიტუციის მარტივად შეცვლა ისე, თუ ვის როგორ მოუნდება, რომ მოარგოს საკუთარ ინტერესებს, არის შეუძლებელი. დღეს გვაქვს სტაბილური, ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და არ ვემხრობით აპრიორი, რომ დამატებითი ცვლილებების შეტანა მოხდეს. ცვლილებები, რომელიც განიხილება ეხება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს. ეს ცვლილებები თავის დროზე განიხილებოდა იმიტომ, რომ ის უნდა მომსახურებოდა დეპოლარიზაციას, ანუ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას, საპარლამენტო პოლიტიკის გაძლირებას და ქუჩის პოლიტიკაზე უარის თქმას. ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად ამ დემოკრატიული ცვლილებებისა, მოხდა საპირისისპირო - “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რადიკალურმა ოპოზიციურმა ბანაკმა არათუ დეპოლარიზაცია მოახდინა, თუნდაც ბარიერის დაწევის შემდეგ, პირიქით - გაზარდეს პოლარიზაციის და დაპირისპირების ხარისხი. ჯერჯერობით საზოგადოება და ხელისუფლება დაგვარწმუნეს საპირისპიროში, რომ თუ ამ ცვლილებას გავაკეთებთ, ისინი არათუ ამცირებენ დაპირისპირებას, არამედ პირიქით - ზრდიან პოლარიზაციის ხარისხს. ამიტომ თუ ეს ცვლილება როდისმე განიხილება, განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ და საზოგადოება დავრწმუნდებით, რომ მართლაც სასარგებლო იქნება პოლიტიკურ სტაბილურობისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო