არჩილ თალაკვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
არჩილ თალაკვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს
ამბებიწყარო: imedinews.ge

არჩილ თალაკვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/ffbhoFmVg.jpeg
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს.

„ერთი რამ ცხადია - არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ, საპარლამენტო შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ნათელია. საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო