არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს
ამბებიწყარო: 1tv.ge

არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/WM3edkG4g.jpeg

არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. „ბიბისის“ ცნობით, დაკავებულია მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და მიზანში ამოიღო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი. ინციდენტი მაღალჩინოსნის სახლთან მოხდა, სადაც ის მომხრეებს ხვდებოდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ახლო მანძილიდან სახეში უმიზნებს, თუმცა გასროლას ვერ ახერხებს.

მომხდარის დროს კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი არ დაშავებულა.

ბოროტმოქმედი დაკავებულია. ნაპოვნია იარაღიც, რომლსაც ის არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს უმიზნებდა.

ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც პოლიტიკოსი არგენტინის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

თუ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი დამტკიცდება, მას 12 წლით პატიმრობა დაემუქრება და სამუდამოდ აეკრძალება სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. თუმცა, ვინაიდანაც ის არგენტინის სენატის თავმჯდომარეა, ფერნანდეს დე კირშნერი საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობს და უზენაესი სასამართლოს თანხმობის გარეშე, გისოსებს მიღმა არ მოხვდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო