გია ვოლსკი - არსებობს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი და ეს არის ევროპის ბაზრებისთვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით მიწოდება

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
გია ვოლსკი - არსებობს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი და ეს არის ევროპის ბაზრებისთვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით მიწოდება
ამბებიწყარო: www.bpn.ge

გია ვოლსკი - არსებობს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი და ეს არის ევროპის ბაზრებისთვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით მიწოდება

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/0F9CY9WVR.jpeg

საქართველოსთვის სტაბილურობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია - არანაირი მეორე ფრონტი არც ევროპას და არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ სჭირდება, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ამ კონტექსტში ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ბაზრებისათვის რუსეთის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების დერეფანი საქართველოზე გადის და საქართველოს სტაბილურობა მათ შორის ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება.

"დღესდღეობით ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ევროპის ბაზრები ალტერნატიული მომარაგების დერეფნებს ეძებენ. ამის მრავლობით რიცხვში თქმაც არ შეიძლება - არსებობს ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი და ეს არის ევროპის ბაზრებისთვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით მიწოდება. საქართველოს მონაწილეობით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. პროექტი, რომელიც დღეს მუშაობს და რომელშიც ჩართულია თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, იტალია და ამ განშტოებებით ენერგორესურსები ევროპულ ბაზრებზე მიედინება, საგანგებო მნიშვნელობისაა განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. არის კიდევ ერთი თემა - ესაა სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა საგანგებოდ ამ პროექტის უზრუნველსაყოფად და ამ პროექტის უფრო გაფართოების მიზნით. სწორედ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორ ჩატვირთონ მეტი იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო