აშშ იმედოვნებს, რომ კატარში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ კატარში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მასში „ჰამასი“ არ მონაწილეობს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების შედეგად კარგ ცნობებს მივიღებთ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს. როგორც დაგეგმილი იყო, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ბრეტ მაკგერკი კატარში უკვე გაემგზავრნენ“, - თქვა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა უკვე დაამტკიცა, თუმცა ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას უცნობია.
შეხვედრა შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის მონაწილეობით იმართება.