erimedia_ravk/mOn5k8HIR.webp

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა
ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

erimedia_ravk/mOn5k8HIR.webp
2 დეკ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ნიუ იორკის შტატის წარმომადგენელი, რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. კენჭისყრას 311-მა კონგრესმენმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ნიუ იორკელი სანტოსი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს. ეს იშვიათი მოვლენა ხმათა ორ-მესამედს საჭიროებს და სასჯელის ყველაზე მკაცრ ფორმას წარმოადგენს.

სანტოსს მიმდინარე წლის მაისში ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში წაუყენეს ბრალი. მას ასევე წარმომადგენელთა პალატაში არსებითად ცრუ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. ის მის წინააღმდეგ წარდგენილ 23-ვე ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

34 წლის ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. კონგრესმენის მანდატის მიღების შემდეგ ამერიკულ მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. კერძოდ, მას განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ტყუილს, ასევე კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევას ედავებიან. პროკურატურის ცნობით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მიღებულ თანხებს ის პირადი მიზნებისთვის, მათ შორის ძვირადღირებულ ტანსაცმელზე ხარჯავდა. მას ასევე ცხოველთა დამცველი ყალბი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნასა და მისი თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.

თავად სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე „შეალამაზა“, თუმცა სერიოზულ დანაშაულს, მათ შორის თანხების მითვისებას უარყოფს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო