აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის "რესპუბლიკური" პარტიის 8 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 კონგრესმენი იყო.
მაკკარტის გადაყენების ინიციატივა "რესპუბლიკელმა" მეტ გეგმა წამოაყენა, რომელიც უკმაყოფილო იყო, რომ კევინ მაკკარტი "დემოკრატებთან" კომპრომისზე წავიდა.
მან მაკკარტი უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან "საიდუმლო გარიგებაზე" წასვლაშიც დაადანაშაულა.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვედა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს. მაკკარტი სპიკერად 7 იანვარს, კენჭისყრის 15 რაუნდის შემდეგ აირჩიეს.
წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერი უნდა აირჩიოს, დროებით სპიკერად კი კონგრესმენი პატრიკ მაკჰენრი დაინიშნა.