აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესისგან დაპატიმრებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის დაკანონებას ითხოვს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესისგან დაპატიმრებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის დაკანონებას ითხოვს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესისგან დაპატიმრებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის დაკანონებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/-EbYK-n4g.jpeg

აშშ-მ შესაძლოა, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა დააკანონოს. ამ თხოვნით, ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტმა კონგრესს მიმართა. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებაზე მინისტრთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ ადამსის განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ადამსის თქმით, აშშ-ის კანონმდებლობაში ჩამორთმეული თანხების გამოყენებაზე ბევრი რეგულაცია ცვლილებებს მოითხოვს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაბლოკილი რუსული სახსრებითა და ქონებით მოხდეს.

„ასეთი წინადადება საშუალებას მისცემს იუსტიციის, ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტებს, ერთად იმუშაონ აშშ-ის მთავრობის მიერ ჩამორთმეული რუსული თანხების უკრაინისთვის გადასაცემად ზარალის ანაზღაურების მიზნით,“ - ამბობს ადამსი.

ენდრიუ ადამსი აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის მოსმენების მომხსენებელია, რომელზეც ტრადიციულად რუსეთზე ზეწოლის გამკაცრებას განიხილავენ.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მკაცრი სანქცია დააწესეს. მათ შორის გაიყინა ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნახევარი, რამაც, დაახლოებით, 300 მლრდ დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო