erimedia_ravk/cKopoF-SR.jpeg

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება

ამბები
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება
ამბები

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება

erimedia_ravk/cKopoF-SR.jpeg
12 აპრ

აშშ-ის ოფიციალური პირები ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ისრაელი ირანის თავდასხმას მომდევნო 24 საათიდან 48 საათამდე პერიოდში ელოდება.

„უოლ სთრით ჯორნალი“ ანგარიშში ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი ემზადება შესაძლო თავდასხმისთვის სამხრეთ ან ჩრდილოეთ ისრაელზე. ამერიკული გამოცემა ასევე ციტირებს ირანის რეჟიმთან დაახლოებულ წყაროს, რომელიც ამბობს, რომ თეირანს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ მიუთითა ისრაელის დაზვერვაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ შენობა არ იყო საელჩოს ნაწილი, არამედ იყო „ყუდსის ძალების სამხედრო შენობა, რომელიც შენიღბულია, როგორც სამოქალაქო შენობა დამასკოში“. „ყუდსის ძალები“ არის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საგარეო ოპერაციების დანაყოფი, რომელიც აშშ-ის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

პარალელურად, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა, რომ ვაშინგტონი არ იყო ინფორმირებული პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებულ ავიაიერიშზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო