ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში
17 სექტემბერი, 2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა ტელეკომპანია CBS-ზე, გადაცემა "60 წუთში" ინტერვიუსას განაცხადა.
"ნუ იზამთ, ნუ იზამთ, ნუ იზამთ ამას. ეს შეცვლის ომის სახეს იმ მდგომარეობამდე, რომელიც არ უნახავს კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, "რას ეტყოდა ის პრეზიდენტ პუტინს, თუ ის განიხილავდა ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას".
"ფიქრობთ, გეტყოდით, რომ ვიცოდე ზუსტად რა იქნება? რა თმა უნდა, არ გეტყვით. შედეგი იქნება მათი ქმედებებიდან გამომდინარე. ისინი იმაზე მეტად გარიყულები იქნებიან მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე ყოფილან. და მათი მოქმედების მასშტაბი განსაზღვრავს საპასუხო ქმედებასაც," - განაცხადა ბაიდენმა.