აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უკრაინაში ყალბი „რეფერენდუმებისთვის“ მზადებას კრემლის ოფიციალური პირი ხელმძღვანელობს
31 აგვისტო, 2022
რუსეთის მცდელობებს, მოაწყოს ყალბი „რეფერენდმები“ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ხერსონში, ზაპოროჟიეში, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ და ხარკოვის ნაწილებში ყალბი რეფერენდუმები, შესაძლოა, უახლოეს კვირებში მოაწყოს.
„ველით, რომ რუსეთი ამ რეფერენდუმის შედეგებით მანიპულირებას მოახდენს, რათა თვალთმაქცურად განაცხადოს, რომ უკრაინელ ხალხს სურს, რუსეთს შეუერთდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო