აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს
ამბებიწყარო: 1tv.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/2gp9wYZ4g.jpeg

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის საბოლოო დოკუმენტი დაბლოკა, რადგან ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, თავად დაბლოკოს კონსენსუსი, რომელიც არსებობდა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონფერენციის ბოლოს მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. რუსეთმა ეს გააკეთა, რადგანაც არ სურს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული რადიოლოგიური რისკი აღიაროს“, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება 5 აგვისტოს შემდეგ დაძაბულია. კიევი და მოსკოვი ატომური ობიექტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აშშ ეთანხმება უკრაინის მოთხოვნას, რომ რუსმა სამხედროებმა, რომელთაც სადგური მარტის შემდეგ აქვთ ოკუპირებული, ტერიტორია უნდა დატოვონ. ამასთან, გაერო მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო