აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა

12 ივნისი, 2022

erimedia_ravk/T_UWchCng.webp

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. ამერიკელი მაღალჩინოსანი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ისევე როგორც, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებული ომი და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აგრეთვე განიხილავს იმას, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და წარმატებული მომავლის მშენებლობაში შემდგომი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დონფრიდი, თბილისამდე, 15 და 16 ივნისს ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. 18 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ერევანში გაემგზავრება, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს, რათა ხაზი გაუსვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი აშშ-ის ერთგულებას. სამივე სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერაზე.

გარდა ამისა, ის ასევე ხაზს გაუსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნას დაეხმაროს სამხრეთ კავკასიას გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში, მათ შორის მთელ რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერის კუთხით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო