აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს
ამბებიწყარო: 1tv.ge

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/8mDnJ7k4R.jpeg

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს მისი ქმედებებისთვის ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი. შესაბამისი დოკუმენტი სენატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ანალოგიური რეზოლუცია წარდგენილია წარმომადგენელთა პალატაში და როგორც მოსალოდნელია, მისი აქტიური მხარდამჭერია სპიკერი ნენსი პელოსი. თუმცა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების უფლებამოსილება სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია. აშშ-ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ პუტინის მითითებით რუსეთის ფედერაცია ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში სამოქალაქო ცენტრების მისამართით განურჩეველი ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა და გასცემდა განკარგულებას, რასაც შედეგად მოჰყვა უამრავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მთელ უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლები მასობრივად სიკვდილით დასაჯეს და თავიანთი სისასტიკეების მასობრივი სამარხებით დამალვა სცადეს, სენატი განიხილავს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის მთავრობის ქმედებებს, როგორც ტერორისტული აქტების დაფინანსებას; ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, შეიყვანოს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო