აშშ-ის, უკრაინის, საქართველოსა და კიდევ 8 სახელმწიფოს მთავრობები გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობის წვლილზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ამბები/ წყარო: imedinews.ge
აშშ-ის, უკრაინის, საქართველოსა და კიდევ 8 სახელმწიფოს მთავრობები გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობის წვლილზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ამბებიწყარო: imedinews.ge

აშშ-ის, უკრაინის, საქართველოსა და კიდევ 8 სახელმწიფოს მთავრობები გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობის წვლილზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/BRKX78ZVR.jpeg
ფოტო: GettyImages

აშშ-ის, სომხეთის, საქართველოს, ერაყის, იორდანიის, ლიბერიის, ფილიპინების, სიერა-ლეონეს, უგანდასა და უკრაინის მთავრობები გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის შემცირების პარტნიორობის წვლილზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

COVID-19-ის პანდემიამ ხაზი გაუსვა ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების მნიშვნელობას ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირების კუთხით. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენი მთავრობები ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების ერთობლივი პროგრამის ნაწილია. ეს პარტნიორობა მიზნად მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს; მათ არაფერი აქვთ საერთო იარაღთან. ეს პარტნიორობა იცავს ჩვენს ქვეყნებში ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, მათ შორის ინფექციური დაავადებების პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის კუთხით და ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. როგორც ამ პროგრამის პარტნიორებს, თითოეულ ჩვენგანს უშუალო ცოდნა აქვს ჩვენს საერთო მიზანთან მისი შესაბამისობის შესახებ - თანამშრომლობა გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენს საზოგადოებებზე ინფექციური დაავადებების ზემოქმედების შესამცირებლად. ჩვენი მთავრობები მტკიცედ ადასტურებენ საერთო შეხედულებას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა დაირღვეს, არამედ მას ხელი უნდა შეეწყოს და გაძლიერდეს. ბიოლოგიური იარაღის კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, იმუშაონ ერთად ამ მიზნის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო