აშშ-ის ხაზინის განცხადებით, ჰანტერ ბაიდენის მონაცემების გამოთხოვა უნდა მოხდეს "დემოკრატების" კომიტეტის მიერ, და არა - "რესპუბლიკელების"
3 სექტემბერი, 2022

შეერთებული შტატების ხაზინა ჰანტერ ბაიდენის ფინანსურ ინფორმაციას “რესპუბლიკელ” დეპუტატებს არ გადასცემს, რადგან, მათი მტკიცებით, მოთხოვნა იმ კომიტეტის მეშვეობით უნდა მოხდეს, რომელსაც „დემოკრატიული პარტიის“ თანხმობა ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ შუალედურ არჩევნებში კონგრესში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ, ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
„რესპუბლიკელი“ კანონმდებლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟიშვილის „საეჭვო მოქმედებების“ შესახებ იძიებენ ინფორმაციას, მაგრამ, ხაზინის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ინფორმაცია "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კომიტეტის მხრიდან უნდა იქნას გამოთხოვილი, ამას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის.
ამ „საეჭვო აქტივობების“ ანგარიში მოიცავს ნაღდი ფულით მსხვილ ტრანზაქციებს ან 5,000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით გადარიცხვებს - რაც შეიძლება მიუთითებდეს თაღლითობაზე, ფულის გათეთრებაზე, ან შეიძლება ლეგალურიც იყოს.
„წარმომადგენლობით პალატაში“ ამჟამად 223 "დემოკრატი" და 212 "რესპუბლიკელია". ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, "რესპუბლიკელებს" შეუძლიათ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება.