აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
ამბებიწყარო: 1tv.ge

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

3 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/vH04tBk4R.jpeg

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების სიაში შევიდა სამი რუსი ოლიგარქი, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ. სანქციები ასევე შეეხო 24 ერთეულს, რომლებიც თავდაცვის ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებული. აშშ ასევე უწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად. ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, დიმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო არიან. მედიის ცნობით, ალექსანდრე პონომარენკო ოპერირებდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის საჰაერო კოსმოსურ სექტორში, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები სხვა რუს ოლიგარქებთან და ვლადიმერ პუტინის ზღვისპირა სასახლესთან. დიმიტრი პუმპიანსკი მუშაობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში, ანდრეი მელნიჩენკო კი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს – ალინა კაბაევას. ავტორი - გივი ბარამიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო