აშშ-მა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აშშ-მა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აშშ-მა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

28i ივნისი, 2022

erimedia_ravk/hndgr8qnR.webp

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.

გარდა ამისა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები 100-ზე მეტ სამიზნეს დაუწესა. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, სანქციები 70 ორგანიზაციას შეეხება, რომელთაგან ბევრი რუსეთის თავდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, ასევე სანქციები დაუწესდება 29 ადამიანს.

„რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიზანში ამოღება შეამცირებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო ხელს შეუშლის მის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

სანქციებს შორისაა რუსეთის სახელმწიფო საჰაერო კოსმოსური კონგლომერატის Rostec -ი და რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მწარმოებელი United Aircraft Corporation .

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო