აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ბირთვულ ობიექტებთან უკრაინაში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ბირთვულ ობიექტებთან უკრაინაში
ამბებიწყარო: 1tv.ge

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ბირთვულ ობიექტებთან უკრაინაში

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/81R7GimVg.jpeg

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ბირთვულ ობიექტებთან უკრაინაში, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკრმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

მისივე თქმით, აშშ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და ამ დრომდე რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ნორმის ფარგლებშია.

თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი ინფორმირებულია ატომური სადგურის თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ და მიესალმება, რომ უკრაინის ხელისუფლება და ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი იცავენ ბირთვულ უსაფრთხოებას, ასეთ რთულ პირობებშიც კი.

შეგახსენებთ, რომ 6 და 7 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური მარტიდან მოყოლებული რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული, თუმცა სადგურზე კვლავ უკრაინელი თანამშრომლები მუშაობენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო