აშშ-ში Microsoft-ის თანადამფუძნებლის კოლექციას გაყიდიან - ეს ისტორიაში ხელოვნების ნიმუშების უმსხვილესი აუქციონი იქნება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
აშშ-ში Microsoft-ის თანადამფუძნებლის კოლექციას გაყიდიან - ეს ისტორიაში ხელოვნების ნიმუშების უმსხვილესი აუქციონი იქნება
ამბებიწყარო: imedinews.ge

აშშ-ში Microsoft-ის თანადამფუძნებლის კოლექციას გაყიდიან - ეს ისტორიაში ხელოვნების ნიმუშების უმსხვილესი აუქციონი იქნება

28 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/r90cJLW4R.jpeg
Paul Cézanne - Montagne Saint-victoire. Photo: Wikipedia

Christie's აუქციონზე კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაიყიდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ყველაზე მასშტაბური აუქციონი იქნება ისტორიაში: ტილოების საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კოლექციაში შედის აღორძინების ხანის ოსტატების, იმპრესიონისტებისა და მე-20 საუკუნის მხატვრების ნამუშევრები - სულ 150 ტილო, რომლებიც 5 საუკუნის განმავლობაში იყო დაწერილი. მათ შორის არის ფრანგი პოსტიმპრესიონისტის, პოლ სეზანის ცნობილი ნამუშევარი „მონ სენ ვიქტუარი“.

ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა კი ალენის სურვილის თანახმად, ქველმოქმედებას მოხმარდება.

პოლ ალენმა კომპანია Microsoft-ი ბილ გეიტსთან ერთად 1975 წელს დააარსა. მან კომპანია 8 წლის შემდეგ დატოვა, როცა კიბოს იშვიათი ფორმა - ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინეს. მან დაავადება დაამარცხა. 2010 წელს ალენმა პირობა დადო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. იმ მომენტისთვის ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 37-ე პოზიციას იკავებდა.

პოლ ალენი 2018 წელს, ლიმფომით დაიღუპა. ის 65 წლის იყო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო