აშშ ტაივანისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას აანონსებს - ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აშშ ტაივანისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას აანონსებს - ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აშშ ტაივანისთვის 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას აანონსებს - ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/W0f4eWGVR.webp

შეერთებული შტატები ტაივანისთვის 1.1 მილიარდი აშშ დოლარის იარაღის მიყიდვას დასთანხმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სარადარო სისტემას და ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. კერძოდ, პაკეტში შედის: 655 მილიონი დოლარი - სარადარო გამაფრთხილებელი სისტემისთვის, 355 მილიონი დოლარი - 60 ერთეული Harpoon ტიპის რაკეტისთვის, რომლებსაც გემების ჩაძირვა შეუძლიათ და 85.6 მილიონი აშშ დოლარი - Sidewinder-ის ტიპის მიწა-ჰაერი და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებისთვის.

შეიარაღების გაყიდვასთან დაკავშირებულ შეთანხმების დამტკიცებისთვის კონგრესის მხარდაჭერაა საჭირო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შეთანხმება მნიშვნელოვანია ტაივანის უსაფრთხოებისთვის. მან პეკინს მოუწოდა, ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს და შინაარსობრივ დიალოგში ჩაერთოს.

ტაივანისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას ჩინეთის ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ. ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში შეერთებულ შტატებს შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პეკინის მხრიდან საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

„შეთანხმება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებს, ჩინეთი ლეგიტიმურ და აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს“, - განაცხადეს საელჩოში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო