აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
28 სექტემბერი, 2022

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც Himars-ის 18 საარტილერიო სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გარდა, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის:
- 150 შეჯავშნული ჰამერი (HMMWV);
- 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის ბუქსირებისთვის;
- 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის გადასაყვანად;
- 2 რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის;
- 20 მრავალფუნქციური რადარი; უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები;
- ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, სათვალთვალო სისტემები და ოპტიკა;
- ფეთქებადი იარაღის განადგურების აღჭურვილობა;
- დამცავი ჟილეტები და სხვა საველე აღჭურვილობა;
- წვრთნის, მომსახურებისა და დახმარების დაფინანსება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.2 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო