აშშ უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
აშშ უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
ამბებიწყარო: imedinews.ge

აშშ უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/XD5LHKZ4g.jpeg
ფოტო: Reuters

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაახლოებით $2.98-მილიარდიანი დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.

„ყველა ამერიკელის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინელებმა მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი ერთგულებით შთააგონეს. ისინი მტკიცედ დგანან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინაშე. დღევანდელ დღე არის იმის ცხადი დადასტურება, რომ უკრაინა რჩება ამაყად და ასეთი იქნება მომავალშიც - სუვერენული და დამოუკიდებელი ერი. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ვალდებულების ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ: უკრაინას, უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2.98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო