Associated Press - რუსეთი ელენოვკის კოლონიაზე დარტყმის შესახებ მტკიცებულებების ფაბრიკაციას და საქმეში „ჰაიმარსის“ სისტემების საბრძოლო მასალის ჩადებას ცდილობს
4 აგვისტო, 2022

რუსეთი ელენოვკის კოლონიაზე დარტყმის შესახებ მტკიცებულებების ფაბრიკაციაზე მუშაობს, რათა ბრალი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასდოს. ამის შესახებ Associated Press ამერიკული დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის დაზვერვაში გაარკვიეს, რომ რუსეთი ცდილობს საქმეში ჩადოს მცდარი სამხილები, რათა ელენოვკაში სამხედრო ტყვეების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისროს.
წყარო, რომელისთვისაც ცნობილია ამერიკული დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, აცხადებს, რომ რუსი ოფიციალური პირები შეეცდებიან საქმეში ჩადონ „ჰაიმარსის“ ტიპის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, იმის მტკიცებულებად, რომ თავდასხმა განხორციელდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სისტემებიდან.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
