ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/WwaFpFm4g.webp

14 აგვისტოს, 19.00 საათზე, ქუთაისის ოპერის თეატრში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საზეიმო გახსნა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში ტრადიციულად დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

„ წელს ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვევა, 7 ქვეყნის გუნდი კი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას, მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე. ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ დავალებებს და გამოცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონიმიაში. გამარჯვებული გუნდი საერთაშირისო ჟიურის მიერ 21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვლინდება.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - IOAA წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება. 350 სტუმარი და IOAA-ს დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში KIU-ს კამპუსზე იცხოვრებს და ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი პროგრამა და საინფორმაციო ტური.

რიგით მეთხუთმეტე ოლიმპიადაში, წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვეს.

IOAA-ს მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ტრადიციულად რამდენიმე წლით ადრე ხდება ხოლმე ცნობილი. პანდემიიდან გამომდინარე 2020 და 2021 წელს ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო 2022 წელს ღონისძიების ჩატარება უკრაინაში იყო დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტისა და უკრაინის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნის საფუძველზე ოლიმპიადას პირველად მისი ისტორიის განმავლობაში საქართველო უმასპინძლებს.

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით.

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ოლიმპიადის ვებ გვერდი: www.ioaa2022.ge "- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო