ATINATI-ს კულტურის ცენტრი ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენას მასპინძლობს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ATINATI-ს კულტურის ცენტრი ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენას მასპინძლობს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ATINATI-ს კულტურის ცენტრი ალექსანდრე ბანძელაძის გამოფენას მასპინძლობს

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/03amk0nVg.jpeg

ATINATI-ს კულტურის ცენტრი ალექსანდრე ბანძელაძის (1927-1992) გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარდგენილი იქნება მხატვრის უნიკალური ნამუშევრები „ტრიპტიხი“, რომლებიც საქართველოში ევროპიდან ATINATI-ს ხელშეწყობით ახლახან დაბრუნდა.

ფერწერული ტილოების გარდა, ასევე გამოიფინება მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის სახელი ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებასა და 1980იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.

ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე დაიბადა 1927 წლის 27 თებერვალს, ტულუნიში, რუსეთში, სადაც მისი ოჯახი 1920-იანი წლების რეპრესიების დროს გადაასახლეს და საქართველოში მხოლოდ 1932 წელს დაბრუნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1978–1988 წლებში მან შექმნა ფრესკები ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დიდუბის რაიონში. ალექსანდრე ბანძელაძე ერთ-ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც შემოიტანა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი საქართველოში და გავლენა მოახდინა ქართველ ხელოვანთა შემდეგ თაობაზე.

გამოფენა 22 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება და 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო