ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს

12 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/SMUe5KmVg.jpeg

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ ეტაპზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. ეს განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს გააკეთა.

ამასთან ერთად, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერო-ს, გააგზავნონ მეთვალყურეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურზე.

„ამ რთულ, ბნელ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა იყოს დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა გროსიმ.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის გაგზავნას ითხოვს უკრაინაც. კიევი და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ რამდენჯერმე გაუხსნა ცეცხლი ატომურ ელექტროსადგურს. მათი თქმით, რუსეთი სადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. უკრაინის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დატოვონ ობიექტი.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს სამხედროების ზაპოროჟიეს სადგურიდან გაყვანისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმაც.

„ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაციის მიზეზი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული შედეგი რუსეთის გადაწყვეტილებისა, შეიჭრას მეზობელ უკრაინაში“, – თქვა ჯენკინსმა.

საპასუხოდ, მოსკოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით სროლაში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყებაში მომხდარს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდეს.

ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო