ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა

11 ივნისი, 2022

erimedia_ravk/-vC2aKjng.webp

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

როგორც ბულგარული პრესა წერს, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა.

თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები წუხელ ავტოავარიაში მოყვა. ბულგარული მედიის ცნობით, ეროვნული გუნდი თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად, ორი ავტობუსით მიდიოდა, რა დროსაც ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ნახევარმცველი თოდორ ნედელევი დაშავდა. ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა.

თოდორ ნედელევი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება. ბულგარული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მატჩის გადადება არ იგეგმება. საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ხვალ, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაიწყება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო