ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა
8 ოქტ
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9,000-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. მათივე თქმით, ქვეყანას თავს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელ მიწისძვრა დაატყდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.