ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
2 სექტემბერი, 2022

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი“, - განაცხადა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სააგენტოსთან საუბარში.
ამასთან, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის თალიბების მომხრე სასულიერო პირი, მუჯიბ რაჰმან ანსარიცაა.
ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს თავდასხმად აფასებენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
