erimedia_ravk/tSXwrdPIR.webp

ახალი კალედონიის დედაქალაქი ნუმეა ამბოხებულების ალყაშია

ამბები
ახალი კალედონიის დედაქალაქი ნუმეა ამბოხებულების ალყაშია
ამბები

ახალი კალედონიის დედაქალაქი ნუმეა ამბოხებულების ალყაშია

erimedia_ravk/tSXwrdPIR.webp
19 მაი

ახალი კალედონიის დედაქალაქი ნუმეა ამბოხებულების ალყაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი სონია ლაგარდი ავრცელებს.

მისი თქმით, ამბოხებულებმა რამდენიმე საჯარო დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველთა მობილიზების მიუხედავად, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად სულ ექვსი ადამიანია დაღუპული. სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, საფრანგეთიდან კუნძულზე დამატებით 1000 ოფიცერი გაიგზავნა, რომლებიც ადგილზე მყოფ 1700-მდე სამხედროსთან ერთად შეეცდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ ნუმეასა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელ 60კმ-იან გზაზე კონტროლის დასაბრუნებლად მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.

არეულობა არქიპელაგზე გასულ კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს, რომლებიც საფრანგეთის რეზიდენტებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს, რამაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრ მოსახლეობაში, კანაკებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას ამცირებს. არქიპელაგზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ასევე, აკრძალულია საჯარო შეკრებები, ალკოჰოლის გაყიდვა და იარაღის ტარება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო